Sunday, July 2, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და ბლოგის გაფორმება. საკმაოდ შრომატევადი დღე იყო. შევეცადე ყველაფერი დამემახსოვრებინა და დამოუკიდებლად გამეკეთებინა. მგონი გამომივიდა. კითხვარის შედგენა ძალიან მომეწონა, ამას ტესტირების დროს კარგად გამოვიყენებ მოსწავლეებთან სამუშოდ. ბლოგის ღილაკების გაკეთებაც ძალიან საინტერესო იყო. შევეცადე ყველაფერი ამეთვისებინა. გმადლობთ მაია მასწ.

Saturday, July 1, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ: დავასრულეთ პროექტის გეგმა და ყველაფერი დრაივზე გადავიტანეთ. ვისწავლე დრაივში გადატანა. საკმაოდ საინტერესო და დატვირტული დღეა. კიდევ ვიმუშავებდი საშუალება რომ იყოს. მადლობ მაია მასწ. რომ არ იღლები და ყველაფერს გავსწავლი და გვეხმარები.

Sunday, June 11, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დრეს საკმაოდ დატვირთული მოდული იყო. შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. გავაკეთე ჩემი პროექტისთვის მშობლებისათვის გამიზნული ბუკლეტი.  გამიხარდა, რომ გამომივიდა. ასეთი ბუკლეტები ყოველთვის შემიძლია მშობლებთან ურთიერთობისთვის სხვა დროსაც გამოვიყენო. ძალიან  მომეწონა, თუმცა ცოტაოდენი გამიჭირდა. 

Saturday, June 10, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე იყო. განვიხილეთ ჩვენი პროექტის შესახებ როგორ დავწეროთ საკვანძო კითხვები, რა განსხვავებაა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის, შევავსეთ ნაწილობრივ პროექტის შაბლონი და წყვილებში შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომი. ჩემი მეწყვილის ისტორიის მასწავლებლის, თეა გელაშვილის პროექტი მომეწონა, თუმცა მქონდა შენიშვნები, ხოლო მას მოეწონა ჩემი და მისურვა წარმატებები. მეც ვუსურვებ ყველას წარმატებებს.

საბანკო ურთიერთობების კვლევა





მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რაში გვჭირდება ფული?
თემატური კითხვები
როგორ ვიშოვოთ ფული? რა იცით საბანკო ურთიერთობების შესახებ? რა არის სესხი? რა არის ანაბარი?  საქართველოში მოქმედ რომელ ბანკებს იცნობთ? რომელ საზღვარგარეთ მოქმედ ბანკებს იცნობთ?

შინაარსობრივი კითხვები
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია საბანკო ოპერაციების შესახებ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ? როგორ დავამუშაო მიღებული ინფორმაცია? როგორ შევადგინო სამუშაო გეგმა? როგორ მოვიძიო ინფორმაცია მოსახლეობაში? რომელი ტექნიკური საშუალება თუ ლიტერატურა დავიხმარო? რა ვიცი და რისი შესწავლა მომიწევს? როგორ დავაჯგუფო მონაცემები ხელსაყრელი სახით?  ვინ და როგორ დავიხმარო ინფორმაციის მოძიება-დამუშავებაში (მაგ. მშობლები, ახლობლები...)?